ღვინიაშვილი: აქამდე ყველაფერს ვაკეთებდით მეც და ზურაც, რომ დაეჯერებინათ მისი არსებობა

© Facebook / PrimeShowსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი სალომე ღვინიაშვილი საუბრობს, როგორ შეხვდა ახალ წელს.

 

ღვინიაშვილი: აქამდე ყველაფერს ვაკეთებდით მეც და ზურაც, რომ დაეჯერებინათ მისი არსებობა

„მიყვარს როცა ნაადრევად ვიწყებ წინასაახალწლო სამზადისს და სახლში სადღესასწაულო განწყობა შემომაქვს. წელს ცოტა დაგვიგვიანდა ნაძვის ხის აწყობა. წელს იყო პირველი ახალი წელი, როცა ჩემს შვილებს აღარ სჯერათ სანტა კლაუსის. აქამდე ყველაფერს ვაკეთებდით მეც და ზურაც, რომ დაეჯერებინათ მისი არსებობა“, ამბობს ღვინიაშვილი.

სალომეს თქმით, ისინი ყოველ წელს, სანტა კლაუსისთვის სპეციალურ ნამცხვარს აცხობდნენ და გვერდით ჭიქა რძეს უდგამდნენ. ბავშვებს სჯეროდათ, რომ მას სანტა მიირთმევდა.

ყველა ახალი ამბავი
0