05:27 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)
25220

„რუსთავი2"-ის წამყვანის საქციელი არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფაა, არამედ ესაა დარტყმა საქართველოს იმიჯზე, მიიჩნევენ დიასპორაში.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭომ აღშფოთება გამოთქვა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის წამყვანის საქციელთან დაკავშირებით და ამას უღირსი და მიუტევებელი უწოდა.

გუშინ საქართველო „პოსტ-სკრიპტუმის" საკვირაო გამოშვებამ „ააფეთქა" – გადაცემა წამყვანის შესავალი სიტყვით დაიწყო, სადაც მან ძალიან უხეში და უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის გარდაცვლილ მშობლებს. გიორგი გაბუნია პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე დაახლოებით წუთ-ნახევარი იგინებოდა.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს ფაქტი უმკაცრეს გმობას იმსახურებს, რადგან არაფერი აქვს საერთო არც სიტყვის თავისუფლებასთან, არც ჟურნალისტის პროფესიასთან, არც ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებთან და მოთხოვნებთან. ამგვარი განცხადებები, საუკეთესო შემთხვევაში, არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი აღმაშფოთებელი ხულიგნობა, ხოლო უარეს შემთხვევაში – შეგნებული პროვოკაცია, რომელიც მიმართულია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში დაძაბულობის გაძლიერებისკენ", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში იმედი გამოთქვეს, რომ მარგინალური პიროვნების საშინელი „გამოხდომა" არ გაამწვავებს რუსულ-ქართულ კავშირებს და არ იმოქმედებს რუსეთის დამოკიდებულებაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

პარლამენტის თავმჯდომარე გაბუნიას გამოსვლას საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციად აფასებს>>

ჟურნალისტის საქციელს სოციალურ ქსელის ქართულ სეგმენტში საზოგადოებასა და პოლიტიკოსთა შორის დიდი აღშფოთება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის ეთერთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება მკაცრ ფორმაში გამოთქვეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამებს პროვოკაციის აღმაშფოთებელი გამოვლინება და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა.

კალაძე: უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, ეს მედიაზე ზეწოლად შეფუთოს>>

ამის პარალელურად ტელეკომპანიის შენობასთან სტიქიურად გაიმართა საპროტესტო აქცია. შეკრებილები გიორგი გაბუნიასა და ტელეარხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ამას გარდა, ისინი აცხადებდნენ, რომ გაბუნიამ და გვარამიამ უნდა დატოვონ ტელეკომპანია და სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

 

თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)

მთავარი თემები