16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა შვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის
ჩანჩქერზე ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა ლანა ნიკოლეიშვილი გარდაცვლილ შვილს ამაღელვებელ სტატუსს უძღვნის და დახმარებას სთხოვს.
ქალი შვილის საფლავის ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს ერთადერთიღაა, რაც შვილისგან დარჩა.
„სრული სისულელე ალბათ ან გამოშტერების პიკი, რაც მჭირს. არ შეიძლება ნორმალური დედა შვილის საფლავს ფოტოს უღებდეს და აქ დებდეს, მაგრამ სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი, მეტჯერ სად გადაგიღო დეო? ეს შენი ბოლო კადრია ჩემი ხელიდან. შენი და ჩემი ნავთსაყუდელი. ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიყოთ. ადგილი, სადამდე გზაც უნდა გავიზეპირო, ვიმეორო და ვიმეორო გოჯ-გოჯ ისე, თვალის ჩინი რომ წამერთვას დეე, მაინც მოგაგნო და მოვეფერო ქვას, რომელზეც შენ მყავხარ... მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს დეო (მე ათასს გისრულებდი), მიშველე რაც შეძლო, ისე მალე“, - წერს გოგონას დედა.
გოგონას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. უბედური შემთხვევა მაისში მოხდა. სოფი ნიკოლეიშვილი ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდა. მაშველებმა მის ცხედარს წყალში 24-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.
დანარჩენი დეპუტატების განაცხადები იქნება განხილული ცალკე, ხოლო მათთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრის საფუძველზე 2 თებერვალს მიიღებს
სავაჭრო ობიექტებში შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, ამუშავდება გასახდელები, სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების შეზღუდვაც შერბილდება