06:19 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (859)
61 0 0

ნებისმიერ მსურველს ნებისმიერი ავტორის ლექსის წაკითხვის შესაძლებლობა ექნება

 

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.  თბილისში, პოეზიის საღამო, მოყვარულთათვის და არა პროფესიონალებისთვის, მულტიფუნქციურ არტ–ცენტრ Fabrika–ში პარასკევს, 5 ივლისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

ორგანიზატორები სტუმრებს არ ჰპირდებიან პომპეზურ წარმოდგენებს, სცენასა და პოეზიის ექსპერტებს, სამაგიეროდ, გარანტიას იძლევიან, რომ იქნება პოეტური გარემო, სადაც თითოეული სტუმარის შეძლებს პუბლიკას თავისი საყვარელი ლექსი წაუკითხოს.

 „თანამედროვე ცხოვრების სტილი და ამბის თხრობა თანდათან დასცილდა პოეზიას. პოეზია, როგორც ფორმა, ჰარმონიასთან ასოცირდება და მის ნაკლებობას ხშირად ვგრძნობთ. პოეზის უნივერსალურ ენაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, თუმცა ხშირად გვიჭირს პოეზიის ენით საუბარი და თვითგამოხატვა“, – ნათქვამია საღამოს ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოეტური საღამო ღია ცის ქვეშ, შენობის სახურავზე გაიმართება. ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა ნებისმიერი ავტორის ლექსი ნებისმიერ ენაზე წაიკითხოს.

საღამოს ატმოსფეროს შესაქმნელად ორგანიზატორებისგან ბონუსი ქართული ღვინო იქნება. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

თემები:
საქართველო და კულტურა (859)

მთავარი თემები