15:42 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (181)
14610

ფესტივალზე ახალგაზრდებს ვაკანტურ ადგილს 65-ზე მეტი კომპანია შესთავაზებს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში იხსნება ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job fest, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ორი ათასზე მეტი ვაკანსია, იუწყება პირველი არხი.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 65 კომპანია. ისინი ახალგაზრდებს ვაკანტურ ადგილებს შესთავაზებენ.

ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მოძებნონ სამუშაო სადაზღვევო, საბანკო, სააფთიაქო, ასევე ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებში.

ახალგაზრდები ასევე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას შეძლებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 36 წლამდე ახალგაზრდებს, ასევე სტუდენტებსა და უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს.

დასაქმების ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათზე დამთავრდება. სამუშაოს მძებნელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა და რეზიუმე.

 

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (181)

მთავარი თემები