ქეთათო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ პარლამენტთან აქციებზე ირაკლის სიმღერები არ უნდა ისმოდეს

© photo: courtesy of Tbilisi City Hall / FBირაკლი ჩარკვიანის მონუმენტი
ირაკლი ჩარკვიანის მონუმენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთათო ჩარკვიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გაჟღერების წინააღმდეგია და თვლის, რომ ეს საავტორო უფლებების დაღვევაა.

გარდაცვლილი მუსიკოსის ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო პოპიაშვილი ფიქრობს, რომ მუსიკოსის სიმღერები დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე არ უნდა ისმოდეს.

ქეთათო პოპიაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთათო ჩარკვიანი: ყველაზე ბედნიერი ახალი დაქვრივებული ვიყავი

ქეთათო ამით აქციის ორგანიზატორებს მიმართავს, რომელთა გადაწყვეტილებითაც ყოველდღე აქციაზე ჩარკვიანის რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მათ შორის, „საქართველო“ და „გვარდია“ ისმის.

„როდესაც უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღათქმაუნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო“, – წერს ის.

ქეთათოს ამ პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკა მოჰყვა. პირველი განცხადების შემდეგ ქეთათომ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ჩარკვიანის სიმღერებზე თანამედროვე ბალეტის დადგმა იგეგმებოდა, თუმცა „არ უშვებენ ჩვენთან მოცეეკვავეებს ... სასაცილო სიტუაციაა ნამდვილად“.

ყველა ახალი ამბავი
0