გარდაცვლილი მუსიკოსის ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო პოპიაშვილი ფიქრობს, რომ მუსიკოსის სიმღერები დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე არ უნდა ისმოდეს.
ქეთათო ამით აქციის ორგანიზატორებს მიმართავს, რომელთა გადაწყვეტილებითაც ყოველდღე აქციაზე ჩარკვიანის რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მათ შორის, „საქართველო“ და „გვარდია“ ისმის.
„როდესაც უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღათქმაუნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო“, – წერს ის.
ქეთათოს ამ პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკა მოჰყვა. პირველი განცხადების შემდეგ ქეთათომ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ჩარკვიანის სიმღერებზე თანამედროვე ბალეტის დადგმა იგეგმებოდა, თუმცა „არ უშვებენ ჩვენთან მოცეეკვავეებს ... სასაცილო სიტუაციაა ნამდვილად“.