12:16 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
საპროტესტო აქციის მე-13 დღე

შაბათობით მსვლელობა, სამუშაო დღეებში - კინო და ლექსები: მომიტინგეთა ახალი გეგმები

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)
350 0 0

ხუთშაბათს იგეგმება კონცერტი, ხოლო შაბათს - მსვლელობა, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. მომდევნო კვირიდან საპროტესტო აქციები თბილისის ცენტრში სრულიად ახალ სახეს მიიღებს, აქციაზე შეკრებილების წინაშე განაცხადა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

არჩევნების ახალი სისტემა საქართველოში – „ქართული ოცნების“ შემოთავაზება >>

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მე-13 დღეს რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, ამიტომ გზის სავალი ნაწილი არ გადაკეტეს. პარლამენტთან ემოციურ გამოსვლებს მუსიკა ენაცვლებოდა. იქვე აჩვენებდნენ ვიდეოს აქციის მხარდამჭერების მიმართვებით, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

აქციის ძირითად შემადგენლობას კვლავ ახალგაზრდობა შეადგენს.

© Sputnik / Shota Nozadze
საპროტესტო აქციის მე-13 დღე

წინა დღეების მსგავსად, შეკრებილები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ. მას ბრალს სდებენ პროტესტის პირველ დღეს აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში.

ორგანიზატორების გეგმების თანახმად, აქციები ახლანდელი სახით კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან ხუთშაბათს იგეგმება კონცერტი, ხოლო შაბათს - მსვლელობა, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე. მსვლელობა გასულ შაბათსაც შედგა და მასში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციამ ასეთი მასშტაბები გაპირობებულია იმით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი პარტაქტივი ჩართეს, მათ შორის რეგიონებიდან.

„შემდეგი კვირიდან აქ დგომა პროდუქტიული რომ იყოს, გადავდივართ ახალ ფორმატზე, შევიკრიბებით, ვისაუბრებთ. სალონური საუბრები გვექნება, ლექსებს წაიკითხავენ, იმსჯელებენ, კინოს გაუშვებენ, იქნება საუბრები კინოზე. იქნება ყოველკვირეული დაკიდული თარიღი, როცა ძალიან დიდი მარშით გავივლით ხოლმე და გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენ ხმას“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

Молодые люди поят водой собаку на акции протеста у парламента Грузии
© Sputnik / Shota Nozadze
საპროტესტო აქციის მე-13 დღე. აქციის მონაწილეები ძაღლს წყალს ასმევენ

მისი თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გარდაიქმნება.

„ამ ადგილს მოვაწყობთ მუდმივ სამუშაო სივრცედ. სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიები თავის დეპარტამენტის რაღაც ნაწილებს გადმოიტანენ აქ, გავაკეთებთ სამუშაო სივრცეს და გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ ვიცით, პროჯექთ მენეჯმენტს. ჩვენ ამ ყველაფრიდან შევქმნით ერთ დიდ ავტონომიურ პროექტს, აქ იჯდება ბევრი ხალხი და იმუშავებს იმაზე, რაც ყველას გვინდა, თუ უნდათ სხვა საქმეებიც გააკეთონ პარალელურად“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

პროტესტი თბილისში დაიწყო საქართველოში რუსეთის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 240 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის დაშლის დროს ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

საქართველოში მიმდინარე ანტირუსული აქციების ფონზე და საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან ქვეყნებს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს ურჩიეს, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით საგზურები. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობის მიხედვით რუსები ლიდერობდნენ.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)

მთავარი თემები