ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტების 92% გამოცხადდა

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 92%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 41 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობს.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები: ბატიაშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. აბიტურიენტების დიდი რაოდენობის გამო ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23-ვე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

წელს აბიტურიენტებს კვლავ ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო. საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0