თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. 20 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დარბევისას დაშავებული დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
დავით ფარადაშვილი დარბევის ღამეს ალადაშვილის კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს - მას რეზინის ტყვია საფეთქელთან ჰქონდა მოხვედრილი და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული 13 პაციენტი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.