20:31 14 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
123 0 0

ირაკლი ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარება 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

თბილისი, 21 ივნისი  – Sputnik.  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა  „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარება 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

„ქართული ოცნება“: გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება>>>

როგორც  „გამარჯვებულ  საქართველოში“ აცხადებენ,  ირაკლი ოქრუაშვილი უარს ამბობს საგამოძიებო უწყებაში მისცეს გამომძიებლებს ჩვენება და ის ითხოვს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. როდის მოხდება მისი გამოკითხვა თარიღს ოქრუაშილის თანაპარტიელები ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ამბობენ. 

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ, გუშინ განვითარებულ მოვლენებისის გამო, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 პირი დააკავეს. ასევე გამძიება დაწყებულია სისსხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. 

პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები