03:46 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
მიხეილ ბატიაშვილი

საქართველო სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე 70 მილიონ ევროს დახარჯავს

© photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (125)
59 0 0

მსოფლიო ბანკის კრედიტის ძირითადი სახსრები სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე 70 მილიონი ევრო დაიხარჯება, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიო ბანკთან საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე 90 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სკოლამდელი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

განათლების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება >>

„მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი პარტნიორი განათლების რეფორმის დაწყების დღიდან. 90 მილიონი ევროდან ძირითადი რესურსი დაიხარჯება სკოლების რეაბილიტაციისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი სკოლა საჭიროებს ინფრასტრუქტურის განახლებას როგორც შიდა ნაწილის, ასევე გარე პერიმეტრის“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ადრე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან სკოლების მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლამდელი დაწესებულებები. მნიშვნელოვანი აქცენტი პროექტში კეთდება მოსწავლეებზე, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში სწავლობენ. არსებობს იმ მოსწავლეთა მხარდაჭერის ცალკეული პროგრამა, რომლებიც არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და რეგიონებში ცხოვრობენ.

საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და გამიზნულია იმაზე, რომ საქართველო იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში 2 085 საჯარო და 225 კერძო სკოლაა, რომლებშიც დაახლოებით 575 ათასი მოსწავლე სწავლობს.

თემები:
განათლება საქართველოში (125)

მთავარი თემები