00:46 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (143)
101 0 0

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ნაადრევ ქორწინებებს ყველაზე ხშირად არასრულწლოვნების ნათესავები აფორმებენ.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი განათლება მოზარდებში? >>

საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“ სიმბოლურად 18 დღის განმავლობაში იწარმოებს (საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანად მიიჩნევა 18 წლის ასაკიდან - რედ.). კამპანიის მიზანია ფართო მასების ცნობადობის ამაღლება იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთან ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ხშირად უკავშირდება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და ოჯახური ძალადობა.

„ამ კამპანიით გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვისაც აქვს რაიმე მსგავსი ინფორმაცია, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას. დღეს ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ყოველ მსგავს შემთხვევაზე ეფექტური და დროული რეაგირება მოვახდინოთ და ფაქტობრივად გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები. მივცეთ მათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი და, რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. 

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. კამპანიაში მონაწილეობენ განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები ივლიან კარდაკარ, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქორწინების იძულება არის სისხლის სამართლის დანაშაული და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ასეთი ფაქტის თაობაზე ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ ამის შესახებ ინფორმაციას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცველ ორგანოებს“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

ამჟამად კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში რაიონული ინსპექტორები შეცვალეს მართლწესრიგის ოფიცრებმა. მათი კომპეტენცია, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, არის არასრულწლოვნებთან მუშაობა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (143)

მთავარი თემები