03:24 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
პაატა იმნაძე

„წითელა თავს არ გვანებებს“ – პაატა იმნაძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს

© FB / Paata Imnadze
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (56)
111 0 0

წითელას ვირუსი, მიუხედავად იმისა, რომ სიცხეში მისი გადაცემა ჩერდება, კვლავ აქტიურობს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. წითელას ვირუსის შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ სიცხეში მისი გადაცემა ჩერდება ხოლმე, დღეში 5-10 მაინც ვლინდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.

იმნაძის თქმით, ამ ეტაპზე აცრილია 140 ათასამდე მოქალაქე, მაგრამ კიდევ ერთი ამდენი მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „წითელამ თავი დაგვანებოს“.

„ვინც არ არის აცრილი, 20-დან 40 წლამდე, ნუ დააყენებენ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. მინდა მივმართო ძირითადად ტურისტულ ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს – კარგად ნახონ, თავიანთი თანამშრომლები აცრილები არიან თუ არა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც სასტუმროში თანამშრომელმა ტურისტებს გადასდო წითელა. იმნაძე არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება კაზინოში ან მსგავს დაწესებულებებში მოხდეს. 

საქართველოში 1 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა წითელას 335 შემთხვევა, რაც, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიურ აფეთქებად შეიძლება შეფასდეს. ეს მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება ამჟამად შედარებით უფრო გავრცელებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.

საქართველოში წითელა მძვინვარებს – ყოველდღე ათობით ადამიანი ავადდება >>>

ეპიდაფეთქება იყო გასულ წელსაც – 2018 წლის იანვარ-თებერვალში 370-ზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევა. წითელამ იფეთქა 2004-2005 წლებშიც, მაშინ 14 500-მდე ადამიანი დაავადდა და 9 დაიღუპა. ამ საგანგაშო ვითარებას წითელა-წითურა-ყბაყურის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით (წწყ) გეგმიური იმუნიზაციის შემოღება მოჰყვა.

წითელას საწინააღმდეგო აცრები საქართველოში ჯერ კიდევ 51 წლის წინ დაიყო, როცა წითელას ეპიდემია ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით;
წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

 

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (56)

მთავარი თემები