არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ლაგოდეხში დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Supreme Court of Georgia / FB სასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ლაგოდეხში დაკავებულ 40 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატის ზურაბ ზურაბიშვილის ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. მსს ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი პოლიციამ დაზარალებულად ცნო.

რამდენიმე დღეა არასრულწლოვანთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდი და მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. ბავშვი ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ მართვით სუნთქვაზე რჩება.

16 წლის გოგოს ოჯახი მოძალადის უმკაცრესაც დასჯას ითხოვს - კაცის ცოლ-შვილმა სოფელი დატოვა >>>

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, რამდენიმე დღის წინ, 16 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. სამშობიარო ტკივილები სკოლაში, გაკვეთილზე დაეწყო. გოგო ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.

არაფერი იცოდნენ მისი ორსულობის შესახებ სკოლასა და ოჯახშიც. ბავშვი ნაადრევად დაიბადა და ინტენსიურ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იყო. ადვოკატის თქმით, 16 წლის გოგომ შვილზე უარი თქვა: „ამბობს, რომ ძალადობის ნაყოფის გაზრდა არ სურს“.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
ექსპერტიზამ დაადგინა, ვინ არის ლაგოდეხში 16 წლის გოგოს მიერ გაჩენილი ბავშვის მამა

მოზარდის თქმით, რამდენიმე თვის წინ, მასზე მეზობელმა და მეგობრის მამამ იძალადა. როგორც გოგო ამბობს, კაცი მას დაემუქრა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, თორემ ოჯახის წევრებს დაუხოცავდა. მოზარდმა კაცის ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გაამხილა, რაც ბავშვი დაიბადა.

მოზარდის ოჯახი ამბობს, რომ მოძალადის ოჯახმა გაჩუმების სანაცვლოდ მათ ჯერ ოქრო შესთავაზა, შემდეგ კი მოძალადის 14 წლის ვაჟზე დაქორწინება.

სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ მოზარდის ორსულობის შესახებ სკოლაში არაფერი იცოდნენ, თუმცა, სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ლაპარაკობს.

საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველ პირთან.

ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი – 16 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა >>>

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს
კაცი, რომელსაც მოზარდი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. ის ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მისმა ოჯახმა მოზარდის ოჯახს ოქრო და მის ვაჟზე დაქორწინება შესთავაზა.

კაცი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ თუ გენეტიკური ექსპერტიზა დაადგენდა, რომ ახალშობილი მისი შვილია, მზად არის ის შვილად აღიაროს და ამასთან, პასუხი კანონით აგოს.

ადვოკატის თქმით, დღესდღეობით მოზარდი სხვა სოფელში, მეზობლის სახლში ცხოვრობს, რადგან ის ოჯახის წევრებმა მოძალადეს გაარიდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0