Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როსტო“ თავისუფალია - ტელეწამყვანმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა

© Pixabay / Pavlofoxსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანმა ლევან როსტოშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ტელეწამყვანმა ლევან როსტოშვილმა, რომელიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შეძენა-შენახვისთვის იხდიდა სასჯელს, 23 მაისს სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. ინფორმაცია Imedinews-ს პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ლევან როსტოშვილი N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და აქტიურად ჩართული იყო სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობაში. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ვადა 2020 წლის 7 იანვარს სრულდებოდა, თუმცა დაკისრებული სასჯელიდან ორ წელზე მეტი მოიხადა და მიმდინარე წლის 23 მაისს პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

„იაფი ნარკოტიკი - გამოწვევაა საქართველოსთვის“ - ექსპერტმა ნარკომანიის პრობლემებზე ისაუბრა >>>

მაშინ ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს კი 5 წელი მი­უ­სა­ჯეს. 2017 წელს კი გავრცელდა ცნობა, რომ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გააფორმა ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან, რის შედეგადაც მათ სასჯელები შეუმცირდათ. კერძოდ, ლაშა კურტანიძეს ერთ წლამდე შეუმცირდა, ხოლო ლევან როსტოშვილს სამ წლამდე. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

ყველა ახალი ამბავი
0