09:20 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
გაზის მილის სარემონტო სამუშაოები

იტალიური კომპანია საქართველოში გაზგამანაწილებელ სადგურს აშენებს

© photo: GOGC / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (45)
59 0 0

ახალი სადგური ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს როგორც რუსთავის მოსახლეობას, ისე ქალაქის მსხვილ მომხმარებლებს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რუსთავში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ახალ გაზგამანაწილებელ სადგურს აშენებს, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია Forain Srl აწარმოებს.

ახალი სადგური ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს როგორც რუსთავის მოსახლეობას, ისე ქალაქის მსხვილ მომხმარებლებს. ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ რუსთავში გაუმჯობესდება ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ფილტრაციის საკითხი.

რუსთავში გაზგამანაწილებელი ახალი სადგურის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

 

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (45)

მთავარი თემები