09:54 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (62)
20610

საზეიმო ღონისძიებები თბილისში გალა-კონცერტით უნდა დასრულდეს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ამინდის გაუარესების გამო, ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის გამო რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისთვის დამონტაჟებული პავილიონები დაკეტილია.

გაუქმებულია სპორტული ღონისძიებებიც, რომელიც რუსთაველის გამზირზე იყო ორგანიზებული: ფარიკაობა, ძალოსნობა, სამაგიდო თამაშები, სპორტული ავტომობილების გამოფენა, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი და სხვ.

ამინდის ცვლილებების მიუხედავად საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. წვიმა შეწყდა და თბილისელები კვლავ სეირნობენ გამზირზე და დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ.

საზეიმო ღონისძიებები თბილისში გალა-კონცერტით უნდა დასრულდეს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კონცერტები, გამოფენები, სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

© Sputnik / Alex Shlamov
სიცილი, ღიმილი და ხალისი - მეთოჯინეები თბილისის ცენტრში ბავშვებს ართობდნენ

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „გაუზიარე ცოდნა“. ამ დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებებს სწორედ ეს თემატიკა აერთიანებს.

რუსთაველის გამზირზე ქვეყნის თითქმის ყველა სამინისტროს სტენდი იყო წარმოდგენილი.

თემები:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (62)

მთავარი თემები