ძლიერმა წვიმამ თბილისში დამოუკიდებლობის დღის ზეიმს ხელი შეუშალა

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისელები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღ
თბილისელები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზეიმო ღონისძიებები თბილისში გალა-კონცერტით უნდა დასრულდეს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ამინდის გაუარესების გამო, ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის გამო რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისთვის დამონტაჟებული პავილიონები დაკეტილია.

გაუქმებულია სპორტული ღონისძიებებიც, რომელიც რუსთაველის გამზირზე იყო ორგანიზებული: ფარიკაობა, ძალოსნობა, სამაგიდო თამაშები, სპორტული ავტომობილების გამოფენა, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი და სხვ.

ქართველი მოცეკვავეები „ზებრაზე“ - Sputnik საქართველო
ხორუმი „ბითლზის" ნაკვალევზე - ლონდონში ქართველებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

ამინდის ცვლილებების მიუხედავად საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. წვიმა შეწყდა და თბილისელები კვლავ სეირნობენ გამზირზე და დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ.

საზეიმო ღონისძიებები თბილისში გალა-კონცერტით უნდა დასრულდეს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კონცერტები, გამოფენები, სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

ქართული დროშები - Sputnik საქართველო
მსოფლიოს სახელმწიფოების დედაქალაქებში ქართული დროშები ფრიალებს

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „გაუზიარე ცოდნა“. ამ დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებებს სწორედ ეს თემატიკა აერთიანებს.

რუსთაველის გამზირზე ქვეყნის თითქმის ყველა სამინისტროს სტენდი იყო წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0