13:55 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
მთაწმინდის პანთეონი

26 მაისს მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

© Sputnik / Ekaterina Mikaridze
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (62)
54 0 0

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.

„პირველ რიგში, მსურს ყველას მივულოცო 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 26 მაისს მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაწესოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია“, - განაცხადა პრემიერმა.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

თემები:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (62)

მთავარი თემები