საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

ასევე, რუმინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობა და დღე, როდესაც შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების მოლოცვაში რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

მოსალოცი წერილი სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმაც გამოუგზავნა.

„კმაყოფილები ვართ მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებით, რომელსაც ასეთი მყარი საფუძველი აქვს. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა რომელიც ორმხრივ ნდობაზეა დამყარებული ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი ერების სასარგებლოდ გაგრძელდება“, - ვკითხულობთ წერილში.

საქართველომ მილოცვა უკრაინიდანაც მიიღო.

„ვუგზავნით გულითად მოლოცვას ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომლიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს“, - ამ სიტყვებით Twitter-ის საშუალებით ულოცავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა გაუგზავნა. 

„საუკუნეების განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ვითარდებოდა ძმური კავშირებისა და ჩვენი ერების ისტორიული და კულტურული მსგავსების საფუძველზე. დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ დღეს სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები სწორედ ამის გამოხატულებაა“, - ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომლშიც იქვე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბაჰრეინის სამეფოც.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0