საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnikდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აღნიშნავენ, მათ შორის გორში, ბათუმში, ახალქალაქში, ქართულ-რუსულ საზღვარზე

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - მრავალრიცხოვანი ღონისძიება გაიმართება როგორც საქართველოს დედაქალაქში, ისე ქვეყნის რეგიონებში.

„ქართველ ამერიკელთა ლიგა“, „ამერიკის ხმა“ და დიდი ერეკლე მეფის შთამომავალი >>

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობა ფლეშმობში ჩაერთვება

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

დამოუკიდებლობის დღეს ყველაზე დატვირთული პროგრამა თბილისში იქნება. ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ამ დღეს გაიმართება თავისუფლების მოედანზე, სადაც ტრადიციულად წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია შედგება და ასევე რუსთაველის გამზირზე.

დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტი და თეატრალური შოუ.

სტუმრები დაათვალიერებენ ისტორიულ-შემეცნებით გამოფენებს, ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებს. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა რამდენიმე დღით გადაკეტეს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარადგენს მაღალტექნოლოგიურ, შემეცნებით კუთხეს, სადაც დამთვალიერებლები ქართულ სტარტაპებს გაეცნობიან.

ბავშვებისთვის გათვალისწინებულია გასართობი და შემეცნებითი პროგრამები, ილუზიონისტების შოუ და სხვადასხვა წარმოდგენები.

სპორტული პროგრამა რუსთაველის გამზირზე გაიმართება. იქ ყველა მსურველი შეძლებს მინიფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, რაგბის თამაშს.

საზღვაო აკადემია გემის სიმულატორს წარმოადგენს. ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მის ფონზე ფოტოები გადაიღოს და დროებით გემის კაპიტანი გახდეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე აღნიშნავენ >>

ხოლო ზუსტად 17:10 საათზე თავისუფლების მოედანზე მყოფი ყველა ადამიანი ერთად თავისუფლების ჰიმნს შეასრულებს. სწორედ ამ დროს 1918 წლის 26 მაისს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა.

თბილისის გარდა, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება მესტიაში, თელავში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალქალაქში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, მარნეულში, ბათუმში და ქართულ-რუსულ საზღვარზე - საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“.

ყველა ახალი ამბავი
0