„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობა ფლეშმობში ჩაერთვება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა და გერბი
საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო 2019 წელს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე შესრულდება.

„თბილისში 1918 წლის 26 მაისი, კვირა საქართველოსთვის ისტორიული დღე იყო. ნოე ჟორდანიამ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შესახებ განაცხადა. ამ დღიდან ქართველი ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი გახდა, ხოლო საქართველო - სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. კვირას, 26 მაისს, ამადე დროს, 17:10 საათზე, თავისუფლების მოედანზე ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“, - ნათქვამია საზეიმო ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტის ვიდეორგოლში.

მცხეთა - Sputnik საქართველო
გამოფენები, გართობა და მასტერ-კლასები - რა გელოდებათ 26 მაისს თბილისში

საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ ამ ფლეშმობს - დანიშნულ დროს თავისი ქალაქის მთავარ მოედანზე ყველამ ერთად ჰიმნი უნდა შეასრულოს.

საზეიმო ფლეშბობი დაგეგმილია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში - თელავში, მესტიაში, ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქებში.

ჰიმნის შესახებ

მუსიკა კომპოზიციისთვის „თავისუფლება“ აღებულია ზაქარია ფალიაშვილის (1871—1933) ორი ოპერიდან - „დაისიდან“ და „აბესალომ და ეთერიდან“. ტექსტის ავტორია თანამედროვე ქართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომელმაც გამოიყენა ციტატები ქართველი კლასიკოსი პოეტების - აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის და გალაკტიონ ტაბიძის ლექსებიდან.

ჰიმნის მოსმენა და ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია აქ.

ყველა ახალი ამბავი
0