03:15 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ევროვიზია

„თუ ეს მუსიკის მომავალია, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა": ოთო ნემსაძე ევროვიზიის შესახებ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ევროვიზია - 2019 (26)
58110

ოთო ნემსაძემ საქართველოს მოსახლეობას გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2019"-ის ქართველმა მონაწილემ ოთო ნემსაძემ, იმის გამო, რომ ფინალში ვერ გავიდა, ქვეყანას ბოდიში მოუხადა.

ქართველი მომღერალი კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-11 ნომრად გამოვიდა და სიმღერა „სულ წინ იარე" შეასრულა.

„ევროვიზია-2019"-ის ფინალში გავიდნენ საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი (თამთა გოდუაძე), ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო და სლოვენია.

„მეგობრებო, მოგესალმებით თელ-ავივიდან. მინდა, პირველ რიგში, არც კი ვიცი... ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ ოთო ნემსაძემ ფინალში გადასვლა უბრალოდ ვერ შეძლო. თუმცა, ვთვლი, რომ ალბათ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა, მთელი ეს მარათონი... და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, რომ თქვენ ყველანი იჯექით ტელეფონებით ხელში, ყველანი იჯექით ანთებული გულებით", – განაცხადა საკუთარ ვიდეომიმართვაში ნემსაძემ.

ვიდეომიმართვის ბოლოს ოთომ ზოგადად „ევროვიზიის" ხარისხი და ამ კონკურსზე საქართველოს პოზიციები შეაფასა.

„დავამატებ ერთს: თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო – სხვა პლანეტაა. მადლობა თქვენ ყველას. მუდამ თქვენი ოთო", – აღნიშნა ნემსაძემ.

ოთო ნემსაძის სასცენო იმიჯზე დიზაინერმა გიორგი შაღაშვილმა იზრუნა. ოთოს ხუთივე ბექვოკალისტი, რომლებიც „ევროვიზიის“ სცენაზე მასთან ერთად წარდგნენ, ანსამბლ „შავნაბადას" წევრია.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.

2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ ჩაწერა სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა".

„ევროვიზიის" მეორე ნახევარფინალი და ფინალი, შესაბამისად, 16 და 18 მაისს გაიმართება. კონკურსს ქართველი მაყურებელი ტრადიციულად პირველი არხის ეთერში 23:00 საათზე ნახავს.

 

თემები:
ევროვიზია - 2019 (26)

მთავარი თემები