ვინ შეცვლის მამუკა ხაზარაძეს TBC Bank-ში

© Sputnik / Levan Avlabreli"თიბისი" ბანკი
თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2019 წლის იანვრიდან გახდა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი და მისი თავმჯდომარე იურკი კოსკელო გახდა, ნათქვამია ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური იანვრიდანაა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს 17 მილიონი დოლარის შესაძლო გათეთრების კუთხით. ეჭვი TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეზე გაჩნდა, ეროვნული ბანკის მოთხოვნით მათ თანამდებობები დატოვეს. 

თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
„პრობლემა აღმოიფხვრა“ - საქართველოს პრემიერმა TBC Bank-ის ირგვლივ ისაუბრა

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე იურკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ისეთი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრია, რომლებიც ორიენტირებული არიან განვითარებად ბაზრებზე. მათ შორისაა აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდი, EXPO Bank და FIBank, იგი ასევე არის ბოტსვანაში მზის ენერგიის ათვისების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული კომპანია Invest Solar-ის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, კოსკელოს 24 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში აღმასრულებელი თანამდებობები ეკავა.

TBC Bank-ის საქმე

TBC Bank-ის საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

TBC Bank-ი 1992 წელს დაფუძნდა. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა, მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგში გავიდა.

ანგარიშის მიხედვით, ბანკის აქტივებმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის საერთო მოცულობის 38,2%-ია. ბანკზე ქვეყნის საბანკო სისტემის საბანკო კრედიტების საერთო მოცულობის 38,8% და დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2% მოდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0