05:38 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
სოსო ყარაულაშვილის ვენახი

კახეთში სტიქიისგან დაზარალებულ გლეხებს კრედიტებს გადაუვადებენ

Photo: courtesy of Soso Kharaulashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (24)
90 0 0

სტიქიის შედეგად კახეთში მოსავლის ნაწილი განადგურდა

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან აგროკრედიტის გადავადების საკითხში ბანკები ინდივიდუალურად იმუშავებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნულ საკითხზე კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში, იაფი აგროკრედიტის მომხმარებლებთან, რომელსაც შეეხო კონკრეტულად სტიქია, ინდივიდუალურ რეჟიმში გაიარონ საკითხი. თითოეული მომხმარებლის შემთხვევა არის ინდივიდუალური და მათი მოთხოვნებიც იქნება ასევე ინდივიდუალური“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოსავლის მოყვანისათვის აღებული აგროკრედიტის გადავადების საკითხში ბანკებთან შუამდგომლობას ხელისუფლებას სთხოვდა.

საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა, რათა უფრო მოქნილი და მოსახლეობის მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო სისტემა ჩამოყალიბდეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში კახეთში გადაუღებლად წვიმდა, რამაც მდინარეების ადიდება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია. მოსავლის ნაწილი განადგურებულია.

 

 

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (24)

მთავარი თემები