მართვის მოწმობის მიღების მსურველები ონლაინ-დარეგისტრირებას შეძლებენ

გამოწერა
იმისთვის, რომ მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული გამოცდა ჩააბაროთ, რიგში დგომა აღარ მოგიწევთ

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაასბარებლად დარეგისტრირება 20 მაისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა ქალაქის პირობებში სავარაუდოდ ზაფხულიდან ჩატარდება>>>

„ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის - მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო", - ნათქვამია განცხადებაში.

რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური - 55 ლარი.

პირები, რომლებიც შსს-ს მომსახურების სააგენტოში ონლაინ დარეგისტრირდნენ , თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ. პირმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება - SMS, ან ელექტრონული ქვითარი).

სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო
გაუქმებული მართვის მოწმობები: საქართველოში მძღოლების ნაწილი „უპრავოდ“ დარჩა

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვის-ცენტრშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 41 91 91, ასევე სააგენტოს Facebook-გვერდზე.

საქართველოში მართვის მოწმობის მიღების პროცესში სხვა სიახლეებიც იგეგმება - მოქალაქეებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში, შესაძლოა, უკვე აგვისტოდან მოუწიოთ. პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადატანის საკითხი გზებზე უსაფრთხოების ამაღლების პოლიტიკის ფარგლებში უკვე დიდი ხანია განიხილება. იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამგვარად მართვის მოწმობის მიღებას მხოლოდ კარგად ნასწავლი მძღოლები შეძლებენ.

დღეისათვის პრაქტიკული გამოცდას აბარებენ სპეციალურ მოედნებზე და გარკვეულ მანევრებს ასრულებენ. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე უწყებრივ მანქანებზე.

მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
რიგები მართვის მოწმობის ასაღებად - შსს მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის

ასეთი მოედნები არის საქართველოს 13 ქალაქში, მათ შორის რუსთავში, თელავში, ახალქალაქში, გოში, ახალციხეში, საჩხერეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში და მესტიაში.

მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების წესი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ადრე მართვის მოწმობის მიღების მსურველებს ამოცანა ერთხელ უკვე გაურთულეს. საგამოცდო ტესტებში კითხვების რაოდენობა 1792-მდე გაიზარდა - დაემატა 51 კითხვა ეკოლოგიაზე.

საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს აჭარბებს, ამასთან ყოველ მესამეს საკუთარი ავტომობილი ჰყავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0