გაუქმებული მართვის მოწმობები: საქართველოში მძღოლების ნაწილი „უპრავოდ“ დარჩა

© Sputnik / Levan Avlabreliსატვირთო ავტომობილი
სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობები არ განაახლეს, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უუქმდებათ.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik.  მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში

მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
რიგები მართვის მოწმობის ასაღებად - შსს მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის

შსს-ს ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობები არ განაახლეს, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უუქმდებათ.

სააგენტო განმარტავს, რომ ასეთ მოქალაქეებს 2019 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეუძლიათ კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ.

ამისათვის მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს:

  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • არსებული მართვის მოწმობა.

მართვის მოწმობის შეცვლა 15 ლარი ღირს, ხოლო დაკარგული მოწმობის აღდგენა — 35 ლარი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს ფეისბუქ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0