წაიკითხეთ სუფთა ჰაერზე – ლისის ტბაზე უჩვეულო ფესტივალი გელოდებათ

გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ საინტერესო მასტერ-კლასები და გასართობი პროგრამა.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ლისის ტბაზე ერთდღიანი „წიგნების კითხვის ფესტივალი" შაბათს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პროექტი „წიგნის თარო". ეს არის ახალგაზრდული ლიტერატურული შოუ, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ლიტერატურის ცოდნაში ეჯიბრებიან.

უსუპი - Sputnik საქართველო
თბილისში მთაწმინდაზე ყვავილების ფესტივალი გაიმართება

„სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ ლამაზ და კომფორტულ გარემოში იკითხონ, ეწვიონ „წიგნების თაროს" სამკითხველო სივრცეს, ითხოვონ ან გაცვალონ წიგნები და მიიღონ ლიტერატურასთან დაკავშირებული რჩევები", – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალის ავტორები ღონისძიების სტუმრებს გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს ჰპირდებიან: საინტერესო თემატურ ფლეშმობებს, თამაშებს, მასტერ-კლასებს და პრიზების გათამაშებას.

მასტერ-კლასების წამყვანთა ამპლუაში იქნებიან ბექა ადამაშვილი („როგორ იფუთება წიგნები"), ალეკო შუღლაძე („როგორ იწერება წიგნები") და ლევან გიგინეიშვილი („როგორ მოქმედებენ წიგნები ადამიანებზე" სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში" მაგალითზე).

„წიგნების კითხვის ფესტივალი" ცოცხალი მუსიკის კონცერტით დასრულდება. სცენაზე გამოვლენ ბენდი Ambavi, „საქართველოს ვარსკვლავი 2012"-ის გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე და როკ-ჯგუფი LOUDspeakers.

ფესტივალი თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 12:00-დან 23:00 საათამდე უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0