თბილისში მთაწმინდაზე ყვავილების ფესტივალი გაიმართება

გამოწერა
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ ბევრი საინტერესო რამ ლამაზი მცენარეების შესახებ და შეიძინონ ისინი დაბალ ფასად

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისში  ყვავილების ფესტივალი გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

Цветочный фестиваль в парке Мтацминда - Sputnik საქართველო
LIVE: ყვავილების ფესტივალი "მთაწმინდის პარკში"

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება 18 და 19 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალი 11:00 საათზე გაიხსნება.

ორი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ შეიკრიბებიან ქვეყნის საუკეთესო ყვავილების მაღაზიების, კომპანიების წარმომადგენლები, ლანდშაფტის დიზაინერები, მებაღეები, რომლებიც სტუმრებს საკუთარ პროდუქციას დაბალ ფასში შესთავაზებენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არაერთი განსხვავებული და ულამაზესი მცენარის თესლი და ნერგები.

ღონისძიება პირველად გასულ წელს ჩატარდა და ვიზიტორების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0