„სამეფო თამაშები“: რა ჩვენება მისცა დავით ბაგრატიონ–მუხრანელმა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისამეფო დინასტია
სამეფო დინასტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ბაგრატიონ–მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას არ ემალება, რადგან მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ–მუხრანელი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოცხადდა და მისი ყოფილი მეუღლის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.

სასამართლომ ბაგრატიონების საქმე განუხილველად დატოვა>>>

დავით ბაგრატიონ–მუხრანელმა ქვეყანა 3 აპრილს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ პოლიციას ჩვენება მისცა. როგორც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განაცხადა, 2014 წლის 9 მაისს იგი დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მათი საერთო შვილის თვალწინ სცემა. ანამ ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებას 2019 წლის მარტში წარუდგინა.

დავით ბაგრატიონ–მუხრანელმა ქვეყნის დატოვების მიზეზად დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. საქართველოში ბატონიშვილი 1 მაისს დაბრუნდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი იგი პოლიციაში გამოიძახეს.

„დავით ბაგრატიონ–მუხრანელი გამოძიებისგან დამალვას არ აპირებდა, პირიქით, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. გამომძიებელი საკმაოდ კომპეტენტურია, მან დეტალურად იცის, რომ ყველაფერი ეს აბსურდია და არ შეესაბამება სიმართლეს. გარდა ე.წ. დაზარალებულის, ანუ მისი მეუღლის განცხადებისა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან.

ბაგრატიონ–გრუზინსკების ოჯახის ადვოკატის სიტყვებით, ინციდენტი მოხდა საგურამოში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახლში. იმ დროს სამეფო წყვილი უკვე განქორწინებული იყო, მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, ანა პარასკევს, შაბათს და კვირას საგურამოში მიემგზავრებოდა. ბავშვთან ურთიერთობის განრიგი მათ წინასაწარ ჰქონდათ შეთანხმებული. 

სამეფო ოჯახი - Sputnik საქართველო
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჩვენება მისცა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა კი ქვეყანა დატოვა

„სამეფო ოჯახის სკანდალი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა და ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკებმა ანას ყოფილ მეუღლეს დავით ბაგრატიონ–მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენებაში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.

საპასუხოდ ბატონიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ანა ბაგრატიონ–გრუზინსკის სამეფო წარმომავლობა და განაცხადა, რომ მისი ნამდვილი გვარი სიხარულიძეა.

მამა–შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გზით შეეცადა დავით ბაგრატიონ–მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენების გადაცემა აეკრძალა, რომლის ხელმძღვანელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია. თუმცა, სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. ამ ეტაპზე სასამართლო მეორე საქმეს – ყოფილი მეუღლეების ქონების გაყოფას იხილავს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე 2009 წელს დაქორწინდა. სამეფო ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ქართველმა მონარქისტებმა ამ მოვლენას ისტორიული უწოდეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ეყოლა ვაჟი გიორგი. თუმცა ქორწინება ხანმოკლე გამოდგა – 2013 წელს სამეფო ოჯახმა განქორწინების შესახებ განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0