აბიტურიენტების საყურადღებოდ! ბოლო შანსი საგამოცდო საგნების შესაცვლელად

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტები
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციაში აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის შეცვლის ან არჩევითი საგნის დამატების ვადა დღეს იწურება.

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები მარტივდება>>>

საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 3 აპრილს დასრულდა. პირველ ეტაპზე აბიტურიენტებმა შეიყვანეს პირადი მონაცემები, აირჩიეს ჩასაბარებელი საგნები და ქალაქი, სადაც ჩააბარებენ გამოცდებს. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტებს არ შეეძლოთ ქალაქის შეცვლა, თუმცა 7 მაისის დღის ბოლომდე (18:00 საათამდე) მათ შეუძლიათ შეცვალონ ჩასაბარებელი საგნები ან დაამატონ არჩევითი საგანი.

საგამოცდო სესია - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს მოუწოდებს ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარონ

აბიტურიენტების უმრავლესობამ რეგისტრაცია ბოლო დღეებში გაიარა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში 17,5 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეგისტრაციაგავლილთა საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტია.

სულ საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც დაახლოებით შეესაბამება გასული წლის დონეს.

წელს აბიტურიენტებს კვლავ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ამ სფეროს ლიდერად ჩამოყალიბდეს.

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!.. რა ელის ქვეყანას მომავალ სასწავლო წელს?>>>

განათლების უწყების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაა. გარდა ამისა, 2020 წლიდან აბიტურიენტები არა ოთხ, არამედ სამ გამოცდას ჩააბარებენ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები აღარ ჩააბარებენ ზოგად უნარებს, რომელიც სკოლებში არ ისწავლება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0