ბათუმში ახალი სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა

© FB / Batumi Shota Rustaveli State Universityბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტთა ძველი საერთო საცხოვრებელი გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი - Sputnik საქართველო
თბილისში სტუდენტური ქალაქი აშენდება

თანამედროვე სტანდარტების, 200 სტუდენტზე  გათვლილი შენობა  ლეონიძის 15-ში მდებარეობს. ახალ ოთხსართულიან სტუდენტურ საცხოვრებელს აქვს საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები და ბიბლიოთეკა. ასევე, სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები.

„დღევანდელი დღე ნათელი დასტურია რომ განათლებასა და ახალგაზრდობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და აქვს მხარდაჭერა მთავრობისგან. განათლებულ მომავალ თაობაზე დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი საქმე არის შენება, განვითარება და გამოწვევების დაძლევა. ბათუმში მალე დავიწყებთ განათლების ქალაქის მშენებლობას“, - განაცხადა გახსნის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თამჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

მშენებლობისათვის 2 მილიონ 359 ათასი ლარი დაიხარჯა. მშენებლობა უნივერსიტეტმა და ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსა.

სტუდენტთა ძველი საერთო  საცხოვრებელი გასული საუკუნის 60-იან წლებში  აშენდა.  

ყველა ახალი ამბავი
0