თბილისში სტუდენტური ქალაქი აშენდება

გამოწერა
3 ათას სტუდენტზე გათვლილი ქალაქი თსუ-ის მაღლივ კორპუსთან აშენდება.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების შენობა აშენდება, განაცხადა პრეზენტაციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მინისტრის განცხადებით, სტუდენტური ქალაქის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის და მალე კამპუსში 3 ათასზე მეტი ახალგაზრდა სრულფასოვან ცხოვრებასა და დასვენებას შეძლებს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს  - Sputnik საქართველო
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალ საერთო საცხოვრებელს აუშენებენ

სტუდქალაქის პროექტი ითვალისწინებს საერთო და ინდივიდუალურ ოთახებს, სამზარეულოებს, რეკრეაციულ და სოციალურ სივრცეებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ დარბაზებს, აუზებს, მოედნებს. კამპუსში იმოქმედებს დაცვისა და დასუფთავების სამსახურები.

სტუდენტურ ქალაქში ცხოვრებას, თსუ-ის სტუდენტების გარდა, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეძლებენ.

გასული წლის ოქტომბერში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა სტუდენტური ქალაქი, რომელიც 320 ადგილზეა გათვლილი. საერთო საცხოვრებელი აშენებულია და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ის მოიცავს ადმინისტრაციულ შენობას და სამ საცხოვრებელ კორპუსს, სასტუმროს ტიპის ბინებით. სტუდქალაქის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0