03:29 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
მოძღაობა თბილისის გზებზე

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა ქალაქის პირობებში სავარაუდოდ ზაფხულიდან ჩატარდება

© photo: Sputnik /
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (102)
335 0 0

შსს-მ უკვე შეიმუშავა ცვლილებები, რომელიც ეხება მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესების შეცვლას - ახლა საჭიროა ამ ცვლილებების დამტკიცება მთავრობის და პარლამენტის მიერ

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. საქართველოში მართვის მოწმობის მიღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში შესაძლოა უკვე აგვისტოდან მოუწევთ, იუწყება პირველი არხი.

მართვის მოწმობის შეცვლის დროა: ვის შეეხება სიახლე >>>

პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადატანის საკითხი გზებზე უსაფრთხოების ამაღლების პოლიტიკის ფარგლებში უკვე დიდი ხანია განიხილება. იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამგვარად მართვის მოწმობის მიღებას მხოლოდ კარგად ნასწავლი მძღოლები შეძლებენ.

გამოცდის ჩაბარების წესში ცვლილების შესატანად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. ამისათვის ინიციატივა უნდა განიხილოს მთავრობამ, და, მოწონების შემთხვევაში კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელმაც ის სამი მოსმენით უნდა მიიღოს.

პირველი არხის მონაცემებით, ინიციატივაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და ახლა შსს გამოცდის ჩატარების კონკრეტული ლოკაციის საკითხს განიხილავს.

დღეისათვის პრაქტიკული გამოცდას აბარებენ სპეციალურ მოედნებზე და გარკვეულ მანევრებს ასრულებენ. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე უწყებრივ მანქანებზე.

მძღოლების საყურადღებოდ! მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება >>

ასეთი მოედნები არის საქართველოს 13 ქალაქში, მათ შორის რუსთავში, თელავში, ახალქალაქში, გოში, ახალციხეში, საჩხერეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში და მესტიაში.

მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების წესი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ადრე მართვის მოწმობის მიღების მსურველებს ამოცანა ერთხელ უკვე გაურთულეს. საგამოცდო ტესტებში კითხვების რაოდენობა 1792-მდე გაიზარდა - დაემატა 51 კითხვა ეკოლოგიაზე.

საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს აჭარბებს, ამასთან ყოველ მესამეს საკუთარი ავტომობილი ჰყავს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (102)

მთავარი თემები