ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში იმოძრავებენ: რა დათმობებზე წავიდა მერია

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრომობილები დელფინარიუმიდან ახალი ბულვარისკენ მოძრაობას შეძლებენ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს და საპროტესტო აქცია შეწყვიტეს, იუწყება პირველი არხი.

ბათუმის საკრებულომ ბულვარში ელექტრომობილების გადაადგილება 1 მაისიდან აკრძალა. გადაწყვეტილება ქვეითად მოსიარულეებთან შეჯახების შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს. გასული ზაფხულის სეზონის განმავლობაში 39 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. წელს კი ბოლო ინციდენტი ამ დღეებში მოხდა – ტურისტმა ქალმა ისრაელიდან ელექტრომობილის დაჯახების შედეგად ფეხი მოიტეხა.

ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები შიმშილობენ

მას შემდეგ, რაც ახალი წესების შესახებ შეიტყვეს, ელექტრომობილების მფლობელებმა ბათუმის მერიასა და საკრებულოს საკუთარი გეგმით მიმართეს. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, შეამცირონ ბულვარში მომუშავე ელექტრომობილების რიცხვი 1,3 ათასიდან 300-მდე, დაარეგულირონ მოძრაობის დაშვებული სიჩქარე, ამოიღონ ხმარებიდან ე.წ. ბაიკები, ასევე არ დასვან საჭესთან არასრულწლოვნები.

მას შემდეგ, რაც ამას რეაქცია არ მოჰყვა, ბათუმში მომუშავე ელექტრომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, მაგრამ ასევე უშედეგოდ. ამის შემდეგ მათ ბათუმის ბულვარში კარვები დადგეს.

ტელეარხის ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, ელექტრომობილების გაქირავების არეალი ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარისკენ გადაინაცვლებს და ისინი დელფინარიუმიდან იმოძრავებენ.

უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში: ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა>>

ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა პარკია მსოფლიოში, რომელიც მიიჩნევა ყველაზე ძველ პარკად და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. დღეს ბულვარი პირობითად იყოფა „ახალ" და „ძველ" ბულვარად. მისი სიგრძეა რვა კილომეტრი და, სავარაუდოდ, მისი სიგრძე კიდევ გაიზრდება.

ბულვარის ტერიტორიაზე მრავალი გასართობი ობიექტია – ბუნგალოები, კაფე-ბარები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები, მოცეკვავე შადრევნები.

ყველა ახალი ამბავი
0