03:34 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პასპორტი (16)
369 0 0

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 45 დღის ვადაში ბიომეტრიული პასპორტის დამზადების ღირებულება 130 დოლარს შეადგენს

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, 1 მაისიდან 1 ივნისამდე მიმდინარე აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

„პასპორტის უფასოდ მიღება მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის“, - აღნიშნულია სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

სააგენტოს ცნობით, საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და შესაძლებელია მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.

ქართული პასპორტი გაძლიერდა – რამდენმა ქვეყანამ გახსნა ჩვენთვის კარი ვიზის გარეშე >>

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 45 დღის ვადაში ბიომეტრიული პასპორტის დამზადების ღირებულება 130 დოლარს შეადგენს.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პასპორტებს უფასოდ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მიიღებენ.

თემები:
საქართველოს პასპორტი (16)

მთავარი თემები