სააღდგომოდ სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

გამოწერა
თბილისში კვირას და ორშაბათს სასაფლაოების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  თბილისში ორი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებზე უფასოდ მოემსახურება, აღნიშნულია მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი  მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მგზავრებს მეტრო  „დიდუბიდან“ გაიყვანს, ხოლო კუკიასა და მახათას სასაფლაოების მიმართულებით სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გავა, საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები  მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე კი მეტრო „სარაჯიშვილიდან“. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27აპრილს მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. თბილისის მეტრო 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ორშაბათი საქართველოში საქართველოში აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი,  უქმე დღეა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები სასაფლაოზე გადიან და ახლობლებსა და ნათესავებს იხსენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0