ზურაბიშვილი: ჰესის მშენებლობის დასაწყებად საჭიროა სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველების მიმართ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია, მიიჩნევს პრეზიდენტი

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტები დაგმო და მათ წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს მიუღებელი უწოდა.

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს გამწვავდა, როდესაც მდინარე ალაზნის პირას ჰიდროელექტროსადგური „სამყურაწყალი 2"-ის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივების მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რომელსაც მშენებლობის დაწყების პროცესის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო, რამდენიმე შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, პოლიციამ კი რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

„დაისჯება თითოეული": პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა >>

„პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტი მიესალმა იმ ფაქტს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.

ზურაბიშვილი ასევე შეეხო დაძაბულობის გამომწვევ მიზეზს - ჰესის მშენებლობის საკითხს.

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
აშენდება თუ არა ჰესი პანკისში – მხარეთა პოზიციები

„ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა. მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰესის სიმძლავრე სულ 5,4 მეგავატი უნდა ყოფილიყო, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესის აშენების მიზნით მდინარის ნაწილის მილში გატარება სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმხელა ზიანს მიაყენებს, რომ მათ საკუთარი სახლების დატოვება მოუწევთ. ამასთან, „ფერიმ“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“, რომლებიც ჰესს აშენებენ, გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე რაიმე განსაკუთრებულ გავლენას არ მოახდენს. ამასთან ისინი საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას გადაჭრან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ყველა წამოჭრილი პრობლემა.

© video : Ruptly პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარი მოვლენები
ზურაბიშვილი: ჰესის მშენებლობის დასაწყებად საჭიროა სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარი მოვლენები

შინაგან საქმეთა მინისტრსა და პანკისის ხეობის უხუცესებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჰესის მშენებლობა მოსახლეობის 90%-ის თანხმობის შემთხვევაში გაგრძელდება.

საქართველოს შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და ძალოვანების სპეცტექნიკის დაზიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის მუხლებით „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა", რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით", რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0