07:41 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

ბიძინა ივანიშვილი მალე ბაბუა გახდება

© photo : nanukagudavadze / Instagram
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (63)
16801

საქართველოში უმდიდრესი ადამიანის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა ხელმომწერებს ამცნო, რომ შვილს ელოდება

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მალე ბაბუა გახდება - მუსიკოსი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე ბავშვს ელოდებიან.

სად გავატაროთ თაფლობის თვე – ბერა რჩევას თაყვანისმცემლებისგან ელოდება >>

ახალგაზრდებმა სიახლის შესახებ Instagram-ზე დაწერეს. მათ ატვირთეს ფოტო, რომელზეც ისინი ჩახუტებულები არიან და ხელის გულზე ბავშვის თეთრი ფაჩუჩები უდევთ.

სავარაუდოდ, თეთრი ფერი ნიშნავს, რომ წყვილმა ჯერჯერობით ბავშვის სქესი არ იცის.

„ჩვენ ვემზადებით გავხდეთ დედა და მამა“, - დაწერა ნანუკამ.

„ჩვენი პირველი ანგელოზი გზაშია“, - აღნიშნა ბერამ.

View this post on Instagram

Our first angel is on the way ❤️

A post shared by BERA (@beraofficial) on

მომავალ მშობლებს ულოცავენ როგორც საქართველოდან, ისე კანადიდან, რუსეთიდან, ნამიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„გვიხარია, ჯანმრთელობას და ყველაფერ კარგს გისურვებთ“, „მთელი გულით გილოცავთ“, „ჯანმრთელობა მომავალ დედიკოს და პატარას“, „მშვენიერი პატარა დაიბადება“, „გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას“ - წერენ ვარსკვლავური ოჯახის ხელმომწერები.

ბერამ მოდელ ნანუკა გუდავაძეზე 2018 წლის ნოემბერში იქორწინა. მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, შემდეგ კი წყვილმა მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად თავისი ბედნიერება კოჯორში, ერთ-ერთ ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში იზეიმა. 2019 წლის მარტში ბერამ და ნანუკამ ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს.

ცნობილი ქართველი მუსიკოსი, საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი დათვალა >>

მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ბერა ივანიშვილი ხშირად ხვდება ორიგინალური გარეგნობის მქონე ყველაზე დახვეწილი და ლამაზი მამაკაცების რეიტინგებში.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (63)

მთავარი თემები