21:38 19 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0323
  • 100 RUB4.2087
  • USD2.6939

დანელიას სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი წაიკითხეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გიორგი დანელია გარდაიცვალა (13)
155 0 0

საქართველოს პატრიარქმა და პრეზიდენტმა დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს

თბილისი,  9 აპრილი  — Sputnik.  კინორეჟისორ გიორგი დანელიას სამოქალაქო პანაშვიდზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ   საქართველოს პირველი პირების სამძიმრის წერილები წაიკითხა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი რუსულ მედიაზე დაყრდნობით. 

აბაშიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილები წაიკითხა.

„მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ქვეყნის, ყველა ეროვნების წარმომადგენელი თავისთვის ახლობელ გარემოს ნახულობს, რაც სიკეთისა და სიყვარულის, ერთგულებისა და ადამიანური სისუსტეების სევდანარევი ღიმილით წარმომჩენ ხელოვანს, მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.ცერემონიას ასევე ესწრებოდა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ იდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

დანელია მოსკოვში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინორეჟისორის მეუღლის თქმით, მას გული გაუჩერდა.

თემები:
გიორგი დანელია გარდაიცვალა (13)

მთავარი თემები