ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ხვალიდან დასჯადი ხდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილების მოძრაობა სანაპიროზე
ავტომობილების მოძრაობა სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპარტამენტი აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. 2019 წლის 1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა.

„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 1 აპრილიდან პატიმრობით დაისჯება

ცვლილების თანახმად, დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

დეპარტამენტი აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება.

ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელიც გამოიწვევს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, დაისჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავა

ხოლო თუ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა გამოიწვევს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, ეს დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება.

ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ავარიაში დამნაშავე მძღოლი, თუ ავარიის შედეგად დაიღუპება ერთი ადამიანი, და რვიდან 11 წლამდე, თუ დაიღუპება ორი ან მეტი ადამიანი.

ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია ევროპის უამრავ ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0