პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავა

გამოწერა
დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 1 აპრილიდან პატიმრობით დაისჯება

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ კუსტარულად დამზადებული, „მეტადონის" შემცველი 40 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0