ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnikგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე მისამებლიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა

დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0