01:36 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
თბილისი

საქართველოში სოციალური მუშაკების ნახევარზე მეტი გაფიცულია

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამანის უფლებები საქართველოში (19)
157 0 0

სოციალური მუშაკები გაფიცული არიან, ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სამუშაოს შესრულების კუთხით პრობლემა არ არსებობს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოში 244 სოციალური მუშაკიდან 180 სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებს, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

გაფიცვა ორშაბათს, 25 მარტს დაიწყო და მთელი საქართველო მოიცვა. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და სხვა ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში სოცმუშაკები გამოვიდნენ პლაკატებით: „დაუცველი დამცველები", „ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია", „დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის", „ზრუნვა შიშველი ხელებით" და ა.შ.

სოცმუშაკები საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციას მართავენ>>>

სოცმუშაკების პრეტენზიების ჩამონათვალი 22 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორის არის თანამშრომლების შტატის გაზრდა, მათი უზრუნველყოფა ტრანსპორტით, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაცია შშმ პირთათვის, ოთახების მოწყობა კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის. სოცმუშაკების განცხადებით, მათ არანორმირებული სამუშაო გრაფიკი აქვთ, ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯებსაც საკუთარი ჯიბიდან ფარავენ. გარდა ამისა, სოცმუშაკები ასრულებენ ფსიქოლოგებისა და იურისტების ფუნქციებს.

„გაფიცვა გრძელდება. დღეს, მაგალითად, იმერეთის რეგიონი უნივერსიტეტთან იკრიბება, გუშინ ჩვენ ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შევიკრიბეთ, შემდეგ მერიის შენობასთან, ბოლოს კი თბილისში კანცელარიასთან ჩვენ თბილისელ კოლეგებს შევუერთდით... ჩვენ მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება გვაქვს, რა არ გადავიტანეთ, ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ სოციალური სამსახური დღემდე მოვიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანის უკან ოჯახი დგას, უკან დახევას არ ვაპირებთ“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ქუთაისის წარმომადგენელმა ნათია წივწივაძემ.

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შექმნილი ვითარება განიხილეს.

საქართველოში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება>>>

„სოციალური მომსახურების სააგენტო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და მოქალაქეების მოთხოვნებს იღებს. სოციალური სამუშაოს განხორციელების მიზნით სამინისტროდან, სოციალური მომსახურების სააგენტოდან და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან დაახლოებით 70 თანამშრომლის მობილიზება მოხდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მისი სიტყვებით, ჯანდაცვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობას თვალყურს ადევნებს და თუ დამატებითი ადამიანური რესურსი იქნება საჭირო, უწყება თანამშრომლების დროებით აყვანისთვისაც მზადაა.

მარტის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე სოცმუშაკების რაოდენობა 244-დან 294-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, თბილისში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტები გადაეცემათ, ხოლო რაიონებში მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფენ.

თბილისში სოციალური მუშაკის ხელფასი 666 ლარია, რეგიონებში კი – დაახლოებით 620 ლარი.

საქართველოში სოცმუშაკების ეფექტური საქმიანობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 4 წლის გოგონას დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ. ინციდენტი თბილისში მოხდა. 22 იანვარს გარდაცვლილ ბავშვს, სავარაუდოდ, სახეზე ძალადობის ნიშნები ჰქონდა. სამართალდამცველებმა ბავშვის დედა ლეილა ქსოვრელი დააპატიმრეს. მიზეზი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა – ქალს შვილთან მიახლოება ჰქონდა აკრძალული მას შემდეგ, რაც იგი 6 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

ამ შემთხვევამდე დედას, რომელმაც თავად გადაწყვიტა ბავშვი მიმღებ ოჯახში მიებარებინა, პერიოდულად ის სახლში მიჰყავდა, ხოლო როდესაც აბრუნებდა, სოციალურ მუშაკებს ძალადობის რაიმე კვალი არ შეუნიშნავთ.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ გაათავისუფლა ოთხი სოცმუშაკი, რომლებიც ოჯახს კურირებდნენ. გარდა ამისა,

საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

 

თემები:
ადამანის უფლებები საქართველოში (19)

მთავარი თემები