14:50 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
მანქანები გმირთა მოედანზე

რომელ მანქანებს ირჩევენ ქართველი ქალები

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)
231 0 0

საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომელ მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას ქალი მძღოლები

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში დაასახელეს ქალი მძღოლების საყვარელი ავტომობილების ხუთეული, რომელშიც Toyota Prius-ი ლიდერობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართული ტაქსის კომპანია „მაქსიმმა" ჩაატარა კვლევა, რომლის საფუძველზე ქართველი ქალებისთვის ყველაზე პოპულარული ავტომობილების მოდელები განისაზღვრა. კვლევა ჩატარდა საქართველოს შვიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი.

კვლევის თანახმად, პირველ ადგილს იკავებს Toyota Prius (4,1%), შემდეგ მოდის Mitsubishi Colt (1,6%), შემდეგ Mercedes E-class და C-class (1,2%), მეხუთე ადგილს Nissan March (0,9%) და Honda Fit (0,9%) იკავებენ.

კვლევამ ასევე აჩვენა. რომ ტაქსის მძღოლის პროფესიას საქართველოში 25-45 წლის ქალები ირჩევენ.

2018 წელს 13,6 ათასი მართვის მოწმობა გაიცა. აქედან 8 ათასზე მეტი მართვის მოწმობა მიიღეს მამაკაცებმა, თითქმის 5,5 ათასი - ქალებმა. 2017 წელს საქართველოში გაიცა თითქმის 60 ათასი მართვის მოწმობა, საიდანაც 26 ათასი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა მიიღეს. 2015-2016 წლებში მართვის მოწმობების გაცემის თვალსაზრისით გენდერული ბალანსი მსგავსი იყო.

2014 წელს მართვის მოწმობების რეკორდული რაოდენობა გაიცა - 73 ათასზე მეტი, აქედან თითქმის 30 ათასი მანდილოსნებმა მიიღეს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)

მთავარი თემები