ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა აღდგა

© Facebook / Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გაწმენდითი სამუშაოები გზებზე - Sputnik საქართველო
საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია

დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგა.

ამ დროისათვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0