ლადო აფხაზავა: საჭიროა ბავშვების მომზადება არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის

© photo: Teacher's House / FBლადო აფხაზავა
ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედაგოგის აზრით, გამოცდების სისტემა მოსწავლეებს საგნის დაზუთხვას აიძულებს და არა აზროვნების განვითარებას.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგების ათეულშია შესული, მიესალმება გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს მის საგანში გამოცდა რომ ჰქონოდათ ჩასაბარებელი, მოსწავლეებისთვის „სამოქალაქო განათლების" მისი გაკვეთილები ისეთი საინტერესო აღარ იქნებოდა.

მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრილ ლადო აფხაზავას ახალი სტატუსი მიენიჭა>>>

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა ტარდება, რომლის თანახმად, ქვეყანაში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. სიახლეს პედაგოგების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა აფხაზავა კოლეგების აზრს არ იზიარებს.

ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
ქართველი მასწავლებელი მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა

„ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა გამოცდები გააუქმა. მე ასე ვუდგები ამ საქმეს: ჩემს მოსწავლეებს „სამოქალაქო განათლებაში“ გამოცდა რომ ჰქონდეთ ჩასაბარებელი, მაშინ ჩემი გაკვეთილები ასეთი შემოქმედებითი, მხიარული, აზარტული არ იქნებოდა. მაშინ წიგნს ავიღებდი და ვეტყოდი, აქედან აქამდე ისწავლეთ, დაიზეპირეთ ეს ინფორმაცია, რომ გამოცდაზე არ შეგეშალოთ-მეთქი", – განაცხადა აფხაზავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მისი სიტყვებით, მისი კოლეგების ნაწილს მიაჩნია, რომ გამოცდების გაუქმების გამო მოსწავლეები მათ საგანს აღარ ისწავლიან.

„გამოცდა თუ გაუქმდა, რაღაც სხვა ვალდებულებები შემოვა... მასწავლებლის მიმართ ახალი მოთხოვნები გაჩნდება: გამოცდისთვის კი აღარ მოამზადოს ბავშვი, არამედ სამომავლოდ", – აღნიშნა პედაგოგმა.

აფხაზავა საერთაშორისო კონკურსი The Global Teacher Prize 2019-ის ფინალისტია. იგი სოფელ ჩიბათის სკოლაში მუშაობს. ცოტა ხნის წინ მას განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. 2017 წელს აფხაზავამ საუკეთესო მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაიმსახურა, რამაც საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ მასწავლებელს ერთი მილიონი დოლარის ოდენობით ფულადი პრემია გადაეცემა.

 

ყველა ახალი ამბავი
0