04:54 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
ამირან გამყრელიძე

წითელა საქართველოში: ამირან გამყრელიძე საშინელ სტატისტიკას აქვეყნებს

photo: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ვირუსები უტევს (22)
177 0 0

წელიწადში ნორმად მიიჩნევა ავადობის 10 შემთხვევა, საქართველოში კი იანვრის დასაწყისიდან უკვე ორი ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. წელს საქართველოში წითელათი ავადობის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით გაიზარდა, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში წითელას ეპიდემიაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 1 იანვრიდან ყველა გეგმიური აცრა გახდა სავალდებულო, მათ შორის წითელას აცრაც.

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში წითელათი დაავადების 2065 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მთელი 2018 წლის განმავლობაში დაინფიცირებულთა რიცხვი ოდნავ აღემატებოდა 2000 ადამიანს, განაცხადა გამყრელიძემ. წელიწადში კი ნორმად მიიჩნევა ავადობის 10 შემთხვევა.

გასულ წელს წითელამ სამი ადამიანი იმსხვერპლა - სამივე იყო ბავშვი, რომელიც ამ დაავადებაზე აცრილი არ ყოფილა. გამყრელიძის თქმით, წელს ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა, თუმცა, მზარდი სტატისტიკის გამო სერიოზული საფრთხე არსებობს.

ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრებში დაიგზავნა გამყრელიძის განკარგულება, რომელშიც ის მოუწოდებს მედიკოსებს აქტიურად შეახსენონ მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია 20-40 წლის ასაკის მოქალაქეებზე, რომლებმაც ზუსტად არ იციან, ჩაიტარეს მათ თუ არა აცრა ან აქვთ თუ არა გადატანილი წითელა.

გამყრელიძის თქმით, 90 ათასმა ადამიანმა აცრა უკვე ჩაიტარა. ამასთან, იგეგმება 300-350 ათასი მოქალაქის ვაქცინაცია. აცრილთა სწორედ ასეთი რაოდენობით გახდება შესაძლებელი ინფექციის გავრცელების შეჩერება.

აცრების სტატუსის შესამოწმებლად მშობლებისთვის ახალი აპლიკაცია ამოქმედდა >>

ამჟამად UNICEF-ის დახმარებით ქვეყანაში ვაქცინების ახალი პარტიები შემოაქვთ. მარაგში 200 ათასი ერთეული ვაქცინა ინახება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აუცრელ მოქალაქეებს ჩაერთონ ვაქცინაციაში, რადგან ეს ერთადერთი გზაა ამ ინფექციასთან საბრძოლველად.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

 

თემები:
საქართველოს ვირუსები უტევს (22)

მთავარი თემები