სკოლის მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი კლასში
გაკვეთილი კლასში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფროსკლასელებს, არჩევანის მიხედვით, სხვადასხვა პროფესიის უნარებს შეასწავლიან.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებიან მომავალი სპეციალობის შერჩევაში და ასევე პროფესიული გადამზადების კურსების გავლაში, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.

თბილისში „სკოლის მოსწავლეების პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის" ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში

პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მასში ჩართულია ქვეყნის 42 რაიონის 259 სახელმწიფო სკოლა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ძალები 43 სხვადასხვა პროფესიაში გამოსცადონ.

პროგრამა უკვე გაიარა VIII–IX კლასების 6 ათასზე მეტმა მოსწავლემ. 2019 წელს პროგრამის მასშტაბების გაზრდაა დაგეგმილი. წელს ამოქმედდება პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკაციო პროგრამა, რომლის ბენეფიციარები X–XII კლასელები იქნებიან. მოსწავლეებს შეუძლიათ კურსების გავლა, რის შემდეგაც შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებს ადრეულ ასაკში ჰქონდეთ განვითარებული შრომითი უნარები და უფრო კარგად იცოდნენ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პროფესიული განათლების მიმართულებით ქვეყანაში", – განუცხადა აბულაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, 200-ზე მეტი სკოლა არის ტექნიკურად აღჭურვილი იმისთვის, რათა პროფესიული კურსები საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე განხორციელდეს.

მშენებლობა თბილისის ერთ–ერთ უბანში - Sputnik საქართველო
სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა

„ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ, უფრო მეტად იყვნენ მომზადებული მომავალი პროფესიის არჩევისას", – აღნიშნა აბულაძემ.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიული განათლება.

რეფორმის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლის დიპლომი გაუტოლდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს. საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად მაისიდან დაიწყება.

ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (მე-12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

განათლების სამინისტრო ასევე გეგმავს: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას, პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას, პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას და პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ყველა ახალი ამბავი
0